ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

8 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

პოსტი ნახა: 203


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე