ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში შუა ხნის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მინის კონსტრუქცია დაეცა.
მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.