ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.