ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 118

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

საქმე ეხება ხუთ ევროპარლამენტარს, რომლებიც, სავარაუდოდ, კომპანია Huawei-თან კავშირში, ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმის გამოძიებაში ფიგურირებენ.

აღნიშნული ევროპარლამენტარებიდან სამი – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრია, ერთი სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ჯგუფის, ერთი კი – Renew Europe-დანაა.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ბრალდებული ევროპარლამენტარის ვინაობა. ესენი არიან: იტალიელი სალვატორე დე მეო (EPP), მალტელი დანიელ ატარდი (S&D) და ბულგარელი ნიკოლა მინჩევი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი თვის წინ, ევროპარლამენტის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე