ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაზე შეტევას გააძლიერებს და მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაზე შეტევას გააძლიერებს და მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 136

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაზე შეტევას გააძლიერებს და მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ისრაელის პრემიერმა განაცხადა, ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან.

„რამდენიმე დღის წინ დაგპირდით, რომ ღაზაში ტერორისტულ კოშკებს დავანგრევდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა 50 ასეთი კოშკი დაანგრიეს. ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალია. სწორედ ამიტომ, მე ვეუბნები ღაზის მაცხოვრებლებს, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, ყურადღებით მომისმინეთ: გაფრთხილებულები ხართ, ახლავე წადით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ასევე მოუწოდა ქალაქ ღაზის მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან.

„დღეს ქალაქ ღაზის ცას ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს და ტერორისტული კოშკების სახურავები შეირყევა. ეს არის ბოლო გაფრთხილება „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეებისთვის: გაათავისუფლეთ მძევლები და დაყარეთ იარაღი, თორემ ღაზა განადგურდება და თქვენ განადგურდებით“, – წერს ისრაელ კაცი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე