ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება

26-03-2025 17:44
კატეგორიები: მსოფლიო

ისრაელში დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ისრაელი დემოკრატიაა და დემოკრატიად დარჩება. დემოკრატია საფრთხეში არ არის. საფრთხეში ბიუროკრატების მმართველობაა. საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ისრაელი ტერიტორიებს დაიკავებს.

„ღაზაში ბრძოლა გრძელდება. რაც უფრო დიდხანს იტყვის „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებაზე უარს, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ზეწოლა. ეს ტერიტორიების დაკავებას მოიცავს და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რასაც ახლა აქ არ ჩამოვთვლი“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პოსტი ნახა: 332


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე