ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთს ეწვევა

ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთს ეწვევა

21 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში უნგრეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელზე, გერგელი გულიაშზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ის აღდგომამდე ჩამოვა. როგორც კი ვიზიტის თარიღი დადასტურდება, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით“, - განაცხადა გულიაშმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში მიიწვია. ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს.

პოსტი ნახა: 332


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!