ბერლინის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

ბერლინის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 179

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს უცნობი დრონის დაფიქსირების გამო, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

მედიის ინფორმაციით, აეროპორტის პრესსპიკერმა განაცხადა რომ რეისები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ადგილობრივი დროით 20:08 საათიდან 21:58 საათამდე შეჩერდა.

ბევრი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, მათ შორის დრეზდენში, ლაიფციგში, ჰამბურგსა და ჰანოვერში. გადაიდო ბაზელის, ოსლოსა და ბარსელონას მიმართულებით დანიშნული რეისები და სხვა აეროპორტებში გადამისამართდა ფრენები ლონდონიდან, სტოკჰოლმიდან, ანტალიიდან და ჰელსინკიდან.

ბრანდენბურგის პოლიციის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმხილველმა აეროპორტთან დაახლოებით 20:00 საათზე დრონის დანახვის შესახებ განაცხადა. დრონი საპატრულო მანქანის ეკიპაჟმაც შენიშნა, მაგრამ პილოტის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე