ბიძინა ივანიშვილი ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

07-08-2025 12:48
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 964

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პარტია “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგეს “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მეუღლემ ეკატერინე ივანიშვილმა.

ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კინორეჟისორმა უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).

კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმინდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე