„ბლუმბერგი“ - დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო გეგმის გამო, შესაძლოა, აშშ-ში ბენზინის ფასი გაიზარდოს

„ბლუმბერგი“ - დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო გეგმის გამო, შესაძლოა, აშშ-ში ბენზინის ფასი გაიზარდოს

28-11-2024 02:07
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1465

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო გეგმის გამო აშშ-ში შესაძლოა, ბენზინის ფასი გაიზარდოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ტრამპის გეგმამ, რომელიც მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე ტარიფის ზრდას გულისხმობს, შესაძლოა, ბენზინი გააძვიროს, კონკრეტულად, ერთ გალონზე 50 ცენტით.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში აშშ-ს იმპორტირებული ნავთობის ყოველი 10 ბარელიდან შვიდს კანადა და მექსიკა აწვდიან.

ტრამპის გეგმა ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებას, შეამციროს შიდა ენერგეტიკული დანახარჯები და ბენზინის ფასი გალონზე ორ დოლარზე დაბლა დაწიოს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ნავთობის მოპოვება რეკორდულ დონემდე გაიზარდა, ქვეყანას კვლავ საჭიროებს იმპორტს. გასულ წელს საწვავის მწარმოებლებმა დღეში 6.5 მილიონი ბარელი ნავთობი შეიტანეს, რაც ერაყისა და ქუვეითის მიერ ერთად მოპოვებულს უტოლდება.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე