ბოლო მონაცემებით, ქალაქ სუმიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ქალაქ სუმიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი გარდაიცვალა

13-04-2025 15:28
კატეგორიები: მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, ქალაქ სუმიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 31 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.

დაშავდა 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ არტიუხის განცხადებით, რუსებმა ქალაქს კასეტური ქობინების მქონე რაკეტებით დაარტყეს.

მისი თქმით, ადამიანების უმეტესობა დაიღუპა ტროლეიბუსში, რომელიც აფეთქების ადგილთან მდებარეობდა. თითქმის ყველა მგზავრმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.

პოსტი ნახა: 495


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე