ბრაზილიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს

ბრაზილიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს

05-05-2025 02:42
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 369

ბრაზილიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს.

რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 მილიონი ადამიანი ესწრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროს პოლიციამ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, გამოავლინა ჯგუფი, რომელიც ახალისებდა მოზარდებს შორის ძალადობას, თვითდაზიანებას და რადიკალურ იდეებს ავრცელებდა.

„ეჭვმიტანილები რეკრუტირებას უწევდნენ მონაწილეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, კოორდინირებული თავდასხმების განსახორციელებლად ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

როგორც უცხოური მედია წერს, გამოძიებამ ონლაინ ჯგუფები აღმოაჩინა, რომლებიც მოზარდებს შორის ძალადობას ახალისებდნენ. ჯგუფის სავარაუდო ლიდერი სამხრეთ ბრაზილიაში უკანონო იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ათობით ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა და მტკიცებულებები ამოიღო.

 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე