ბულგარეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  ბულგარეთის მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დედაქალაქ სოფიასა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 77

დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მიზეზად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობას ასახელებენ.

ამასთან, დღეს ბულგარეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება.

ცნობისთვის, გასულ კვირას მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა გაიწვია. ოპოზიციური პარტიებისა და აქციების ორგანიზატორების განცხადებით, მთავრობის გეგმა მაღალი ხარჯვის დაფინანსების მიზნით გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი ევროში იყო შემუშავებული, რადგან ბულგარეთი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ევროზონის ერთიანი ვალუტის ნაწილი ხდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე