ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 236
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია. გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა და ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, მონიტორინგის სისტემებს მუდმივი დაზიანება არ მიუღია, შეკეთების სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ხანგრძლივი ბირთვული უსაფრთხოებისთვის, საჭიროა ყოვლისმომცველი აღდგენა.
 
14 თებერვალს, გაერო-მ უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მიერ, დრონით დარტყმის შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის დამცავ კონსტრუქციას ცეცხლი გაუჩნდა.
 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე