ჩინეთი არქტიკის გავლით ევროპაში სატვირთო გადაზიდვებს იწყებს

ჩინეთი არქტიკის გავლით ევროპაში სატვირთო გადაზიდვებს იწყებს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 91

ჩინეთი არქტიკის გავლით ევროპაში სატვირთო გადაზიდვებს იწყებს. ჩინური მედიის თანახმად, კონტეინერმზიდმა „ისტანბულ ბრიჯმა“ 22 სექტემბერს დაასრულა ჩატვირთვის ოპერაციები ნინგბო-ჟოუშანის პორტის ჩრდილოეთ ნაწილში და გაემგზავრება ფელიქსტოუს პორტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის უდიდესი საკონტეინერო პორტია.

მედიის ცნობით, 18 დღეში გემით ტვირთი პირდაპირ ფელიქსტოუში ჩავა, რაც ნინგბოდან ევროპაში გადაზიდვის დროის ახალ რეკორდს დაამყარებს.

ჩინური მედია ასევე წერს, რომ ეს არქტიკული მარშრუტი, ერთი მხრივ, აკავშირებს ჩინეთის მსხვილ პორტებს, მათ შორის ნინგბოს, შანხაის, ცინდაოსა და დალიანს, მეორე მხრივ, ისეთ მნიშვნელოვან ევროპულ პორტებს, როგორიცაა ფელიქსტოუ დიდ ბრიტანეთში, როტერდამი ნიდერლანდებში, ჰამბურგი გერმანიაში და გდანსკი პოლონეთში.

ევროკავშირი ამჟამად ნინგბოს პორტის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ნინგბოს პორტსა და ევროკავშირს შორის იმპორტისა და ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ 330.74 მილიარდ იუანს (39.4 მილიარდი ევრო) მიაღწია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე