ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.
“სახლში მივიდა, წამოვწვები, ცოტას დავისვენებო, უთქვამს… ვეღარ გაიღვიძა… გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, თრომბით დაიღუპა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გარდაცვლილი ბათურა სიხარულიძის ახლობელი.

“სიტყვები უძლურია, როცა სიცოცხლე ასე მოულოდნელად ჩერდება…
ამ დროს სიჩუმე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები — ის სიჩუმე, სადაც დარჩა მისი სითბო, ღიმილი და ყველა დაუმთავრებელი ოცნება.
ვერაფრით რომ ვერ ანუგეშებ ადამიანს და რამის თქმაც რომ გეუხერხულება ისაა…”,
“წამოვწვები, დავისვენებო და ერთ საათში აღარ იყავი…
წახვედი ჩუმად, უხმოდ, უენოდ…
როგორი ჩუმი და მოკრძალებულიც იყავი, ისე ჩუმად წაგიყვანა ულმობელმა სიკვდილმა…
დედის სიკვდილის შემდეგ ჩუმი, ისედაც ჩუმი გახდი, რაღაცნაირად გულჩათხრობილი… არავის აწუხებდი.
რამდენი რამე გტკიოდა, ალბათ…
ძალიან კეთილი იყავი, სხვანაირად დამნახავი სხვისი სიკეთის…”
“ბიჭოო, ეს რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე. რა დაგემართა ბათურა”; _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები.
წყარო: gurianews