ჩვენ, ესტონეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები - მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები - ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს და მის თანმხლებ პირებს, - ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ესტონეთის თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 20

ჩვენ, ესტონეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები - მსახიობები, რეჟისორები, დრამატურგები, თეატრის მუშაკები და კულტურული ორგანიზაციები - ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, ანდრო ჭიჭინაძეს და მის თანმხლებ პირებს, - ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ესტონეთის თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

„ჩვენი ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძეს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი სასამართლო პროცესი არ აკმაყოფილებდა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ის 2024 წლის დეკემბერში დააკავეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის და სხვა მომიტინგეებთან ერთად დამნაშავედ ცნეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“, - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

ესტონეთის თეატრალური საზოგადოების განცხადებით, ხელოვანების დასჯა სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.

„შეშფოთებით ვაკვირდებით, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ თეატრი დატოვა ცენზურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი მისი კოლეგის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხსნეს. ეს აჩვენებს, რომ ზეწოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ინდივიდით, არამედ გავლენას ახდენს მთელ თეატრალურ საზოგადოებაზე და, უფრო ფართოდ, გამოხატვის თავისუფლებაზე. თეატრი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია საკუთარ თავზე დაფიქრდეს, დასვას კითხვები და მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხელოვანების დასჯა სამოქალაქო პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვისთვის ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და შემოქმედებითი თავისუფლების პრინციპებს.

ესტონეთის თეატრალური საზოგადოება, რომელმაც თავად განიცადა ჩაგვრის სხვადასხვა ისტორიული მექანიზმი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვენი კოლეგების მხარდაჭერას იმ სიტუაციებში, როდესაც შემოქმედებითი თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშაა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ, როგორც გამაფრთხილებელ მაგალითს იმისა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს შემოქმედებითი და სამოქალაქო თავისუფლებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის თეატრალური საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი, პატივი სცეს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის არიან დაპატიმრებულები. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქართველ ხელოვანს, რომლებიც ზეწოლის ქვეშ არიან და ვადასტურებთ, რომ მათი ხმა არ დარჩება უყურადღებოდ საერთაშორისო თეატრალურ საზოგადოებაში“, - აღნიშნულია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ესტონეთის თეატრალური კავშირი, ესტონეთის მსახიობთა ასოციაცია, ესტონელი სცენოგრაფების ასოციაცია, ესტონეთის რეჟისორების და დრამატურგების კავშირი, ესტონეთის თეატრალური სააგენტო და ესტონეთის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტების ასოციაცია.

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6954 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.  რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1734 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1757 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველო - Georgia First-ის“ თანადამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრაზე „ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, პარტნიორობასა და მომავალზე“ ისაუბრეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე