ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას? მეტი საქმე არ გაქვთ? „კევს“ რატომ ღეჭავო, საბავშვო ბაღია? - ამ სიტყვებით მიმართა  ელისაშვილმა მოსამართლე მზია გარშაულიშვილს.  მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.  „მართლა? შემაშინეთ! საქმეს მიხედე რა!“ - მიმართა მოსამართლეს ელისაშვილმა.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 34

ჩვენი აღზრდა გინდა, თუ რატომ ჩამოუარე ყველას? მეტი საქმე არ გაქვთ? „კევს“ რატომ ღეჭავო, საბავშვო ბაღია? - ამ სიტყვებით მიმართა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე მზია გარშაულიშვილს.

მოსამართლემ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს მიუთითა, საღეჭ რეზინს ნუ ღეჭავდა სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც, მას ელისაშვილმა მიმართა.

მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.

„მართლა? შემაშინეთ! საქმეს მიხედე რა!“ - მიმართა მოსამართლეს ელისაშვილმა.

მისი ერთ-ერთი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამ წუთებში ითხოვს, საქმე მთლიანად თბილისის საქალაქო სასამართლოსგან აცილებული იყოს. ამასთან, ადვოკატი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს. ჩოფიკაშვილი მოსამართლის მიუკერძოებლობას აყენებს ეჭვქვეშ. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ „დასაბუთების გარეშე დამატებითი ვადა მისცა ბრალდების მხარეს“. ჩოფიკაშვილის თქმით, საქმეში ტერორიზმთან ბრძოლის არც ერთი მოთხოვნა არაა დაკმაყოფილებული, რაზეც მოსამართლემ არც კი იმსჯელა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300 დრონი და 25 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.  მისივე ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ უნდა შეჩერდეს და თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად აუცილებელია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა - რა თქმა უნდა, მან ყველა რისკი გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი - დეტალები თავისთავად მეტ სიბინძურეს ქმნის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე