CNN - ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

CNN - ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 131

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა, - ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მას მთავრობის ფორმირება დაავალა“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ლეკორნუმ, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიმდინარე კვირის დასაწყისში დატოვა, განაცხადა, რომ საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს.

„ეს პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა, რომელიც ზიანს აყენებს საფრანგეთის ინტერესებს უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა ლეკორნუმ.

შეგახსენებთ, საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვადასხვა პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლეკორნუს ხელახლა დანიშვნამდე მაკრონი პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შეხვდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე