CNN - ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც

CNN - ნიუ-იორკის მერი „დემოკრატი“ ზოჰრან მამდანი გახდება, „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს ნიუ-ჯერსის და ვირჯინიის გუბერნატორის არჩევნებშიც

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 97

CNN-ის პროგნოზით, ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის “დემოკრატმა“ ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა.

ტელეკომპანიის ცნობით, ის ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი იქნება.

მან არჩევენებში ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს.

„დემოკრატებმა“ ნიუ-იორკის გარდა სამ რბოლაში გაიმარჯვეს. CNN-ის პროგნოზით, აბიგაილ სპანბერგერი ვირჯინიის პირველი ქალი გუბერნატორი გახდება და კონტროლს რესპუბლიკელი გუბერნატორი გლენ იანგკინისგან გადაიბარებს, მიკი შერილი კი ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელს დაამარცხებს და ნიუ-ჯერსის პირველი ქალი „დემოკრატი“ გუბერნატორი გახდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე