ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, - ინფორმაციას CNN-ი შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოემის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ნოემმა.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ის და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანინ პირო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.