დადიანების სასახლის ეზოში 2007 წელს გასხვისებული მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

დადიანების სასახლის ეზოში 2007 წელს გასხვისებული მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა

21-01-2025 15:11
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 832

დადიანების სასახლის ეზოში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, 2007 წელს გაყიდული 995 კვადრატული მეტრი მიწა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

ზუგდიდის მერიასა და შპს „ლაზეთი გრუპს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის სოციალურ-კულტურული ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ყოფილი ამფითეატრი კვლავ ქალაქს დაუბრუნდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, ამავე პარტიასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მოგვიანებით კი პარლამენტის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ქარდავამ შეიძინა. შემდგომში ქარდავამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გია უბირიაზე გაასხვისა, უბირიასგან კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2020 წელს 20 მარტს შპს "ლაზეთი გრუპმა" შეიძინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ქალაქისთვის დაბრუნებულ მიწის ტერიტორიაზე სოციალურ-კულტურული ობიექტის მოწყობას გეგმავენ. პროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე