არაერთხელ გვითქვამს, რომ გრენლანდიის საკითხს გრენლანდიელი ხალხი წყვეტს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
„ტრამპი გრენლანდიას ვერ მიიღებს. გრენლანდია გრენლანდიაა და საერთაშორისო სამართლის თანახმად გრენლანდიელი ხალხი ხალხია. ასევე, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გრენლანდიის საკითხს გრენლანდიელი ხალხი წყვეტს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუნძულ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, გრენლანდია არ იყიდება.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ Financial Times-მა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი „ძალიან ცუდად“ წარიმართა და დონალდ ტრამპმა დანიის პრემიერს განუცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მისი განზრახვა სერიოზულია.