დავით მათიკაშვილი - არანაირი მეგობარი აქტი არ არსებობს, მცდელობაა, რომ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, ამ ზეწოლას როგორც აქამდე არ ჰქონდა შედეგი, ახლაც ისე არ ექნება

დავით მათიკაშვილი - არანაირი მეგობარი აქტი არ არსებობს, მცდელობაა, რომ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ, ამ ზეწოლას როგორც აქამდე არ ჰქონდა შედეგი, ახლაც ისე არ ექნება

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 144

ჰელსინკის კომისია სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფლების სიტყვას ხმალამოღებით იცავდა, საქართველოში, 90-იან წლებში, ჰელსინკის კომისიის როლიც გვახსოვს, მაგრამ ახლა მისი ფუნქცია 180 გრადუსით არის შეცვლილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის საქმიანობაში ნეგატიური ძალების როლი არათუ ჩანს, არამედ გადაჭარბებით არის წარმოდგენილი.

„როცა ქვეყანაზე ინფორმაცია აინტერესებთ და ყოვლად ამორტიზირებულ პოლიტიკოსებს იბარებენ ზურაბიშვილს და ხიდაშელს, რა უნდა გითხრათ. თინა ხიდაშელი სეპარატისტული რეჟიმების დაფინანსებასაც კარგად იღებს. კარგად იცით, რომ არანაირი მეგობარი აქტი არ არსებობს, მცდელობაა, რომ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ. ამ ზეწოლას როგორც აქამდე არ ჰქონდა შედეგი, ახლაც ისე არ ექნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე