დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

10-11-2025 20:35
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 670

მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 280 000 ლარი დაიხარჯება.

"2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია "საახალწლო ქალაქის" მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. "საახალწლო ქალაქი" 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.

მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.

მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, "საშობაო ბაზარი" და "ტკბილეულის ფესტივალი".

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება." - ნათქვამია მერიის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე