დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

29-06-2025 02:33
კატეგორიები: სამართალი შემთხვევა
პოსტი ნახა: 362

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სოფელ დედოფლისწყაროში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა, ტრაქტორში მყოფი მამა-შვილი კი დაშავდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე