დევიდ ლემი - მხარს ვუჭერ ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩავძიროთ პუტინის წარუმატებელი ამბიცია, ამიტომ დღეს მათ წინააღმდეგ გავააქტიურეთ  სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, 110 სამიზნით

დევიდ ლემი - მხარს ვუჭერ ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩავძიროთ პუტინის წარუმატებელი ამბიცია, ამიტომ დღეს მათ წინააღმდეგ გავააქტიურეთ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, 110 სამიზნით

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში, თავის უკრაინელ კოლეგას და კიდევ 17 საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდება 17 სხვა საგარეო საქმეთა მინისტრს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას, რათა განიხილონ ევროპაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ევროპელი მინისტრები ნათლად გამოხატავენ, რომ ისინი ერთიანი არიან უკრაინისა და მშვიდობის მიმართ მისი მკაფიო ერთგულების მხარდაჭერაში და დაგმობენ პუტინის მიერ პროცესის შეფერხებას და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მინისტრები ასევე დაადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიმართ.

„დღეს - და ყოველდღე - უკრაინის გვერდით ვდგავართ. მხარს ვუჭერთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, უსაფრთხო ევროპას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მხარს ვუჭერ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის ლიდერებს აგრესიული ომისთვის გაასამართლებს. ჩვენ ვდგავართ პუტინის წინააღმდეგ, მის მიერ მშვიდობის შეფერხებისა და უკან დახევის წინააღმდეგ, ასევე მისი საეჭვო ნავთობტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩავძიროთ მისი წარუმატებელი ამბიცია, დააფინანსოს თავისი უკანონო ომი მათი მეშვეობით - სწორედ ამიტომ გავააქტიურეთ დღეს მათ წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, 110 სამიზნით“, - განაცხადა დევიდ ლემმა.

პოსტი ნახა: 44


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე