დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროს ცნობით, იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს, ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.

1 საათის წინ
პოსტი ნახა: 26

დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროს ცნობით, იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს, ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.

უწყების განმარტებით, „უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.

„შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია. სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე https://labourmigration.moh.gov.ge/ უნდა ატვირთონ.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ისე - დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოს შენობაში შეიჭრა.  მედიის ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა.  ამასთან, ედჰის ფონდის სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა მუჰამედ ამინმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ დაღუპულია 8 ადამიანი, 20 კი - დაშავდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. „ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დაწყებიდან პირველად: ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის გულში ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს ურტყამს“, - ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე