დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.  ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 15

დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება.

„დღეს სერგო რატიანს ვუსმენდი ირაკლი კიკნაველიძესთან და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი ჰქონდა - ირანის არაადამიანური, ველური რეჟიმის მხარდაჭერა ან არდაგმობა არის არჩევანი. „ოცნებას“ უბრალოდ საგარეო პოლიტიკა კი არ აქვს არასწორი, არამედ კაცობრიობას სიცოცხლეს, ადამიანს უპირისპირდება. ეს ნათელი გახადა უკრაინასთან დამოკიდებულებამ და ბუჩას ტრაგედიის არშემჩნევამაც. ამ კუთხით, არც ქიმიური იარაღის გამოყენებაა გასაკვირი. დღეს ირანზე გაჩუმება იგივეა, რაც ჰიტლერზე გაჩუმებულიყავი ან მხარი დაგეჭირა მისთვის, გადაჭარბების გარეშე ვამბობ. იდეოლოგიურად და მეთოდოლოგიურად ირანის მთავრობა და რუსეთის მთავრობა ორივე ბოროტების მანქანაა.

ასევე, მორალური არჩევანი პრაგმატული არჩევანიც არის. ვინც ამ საკითში ამ ორს აპირისპირებს, ან ფსევდოინტელექტუალია ან მავნებელი.

არასდროს არ ყოფილა არჩევანი უფრო ნათელი, ვიდრე უკრაინისა და ირანის შემთხვევაში. სრული მხარდაჭერა ირანელ ხალხს!

პ.ს. ყველას გირჩევთ უყუროთ სერგი კაპანაძის ეთერებს ვენესუელაზე და ირანზე, ზუსტად აყალიბებს ყველა არგუმენტს და ზედმიწევნით კარგად ხსნის რასთან გვაქვს საქმე, რა უნდა გავაკეთოთ. ასევე ძალიან კარგი პოსტი აქვს ნიკა გვარამიას“, - წერს ელენე ხოშტარია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე