დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქარიშხალი „ემის“ შედეგად გამოწვეული ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ირლანდიის პოლიციის განცხადებით, დონეგალის საგრაფოს ქალაქ ლეტერკენში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ძლიერი ქარის შედეგად შენობა ჩამოინგრა, ასევე ფრენები და მატარებლების რეისები გაუქმდა. ძლიერმა ქარმა ირლანდიაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ქარიშხალი „ემის“ გამო ლონდონში ყველა სამეფო პარკი დაიხურა.