დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ინგლისსა და უელსში ევთანაზიის დაშვებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ინგლისსა და უელსში ევთანაზიის დაშვებას მხარი დაუჭირა

30-11-2024 18:41
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1005

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ინგლისსა და უელსში ევთანაზიის დაშვებას მხარი დაუჭირა, - იუწყება The New York Times-ი.

კანონპროექტს 330-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 275-ი კი წინააღმდეგი იყო. ახლა კანონპროექტს კენჭი ლორდთა პალატამ უნდა უყაროს.

მისი დამტკიცების შემთხვევაში 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომელსაც, ექიმების პროგნოზით, ექვს თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში ევთანაზია მოითხოვონ.

ევთანაზია დღეისათვის ნებადართულია ესპანეთში, ნიდერლანდებსა და კანადაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე