„დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკის მინისტრები - ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაზე - „დიდი შვიდეული“ იმუშავებს უკრაინის ეკონომიკისა და მოსახლეობის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

„დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკის მინისტრები - ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაზე - „დიდი შვიდეული“ იმუშავებს უკრაინის ეკონომიკისა და მოსახლეობის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 225

ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკის მინისტრები, ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის გავლენას მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვგმობთ რუსეთის პირდაპირ თავდასხმებს უკრაინის ენერგოსისტემაზე, რომლებიც კვლავ იწვევს დამანგრეველ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ შედეგებს უკრაინელი ხალხისთვის, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ყველაზე დაუცველ ფენებზე. რუსეთის მიერ უკრაინის ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურაზე ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა საფრთხე შეუქმნა თემებსა და ადამიანთა სიცოცხლეს, დაასუსტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ „დიდი შვიდეული“ იმუშავებს უკრაინის ეკონომიკისა და მოსახლეობის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მათი განცხადებით, „დიდი შვიდეული“ აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის აღდგენის მხარდაჭერას პირდაპირი ფინანსური დახმარების, საკრედიტო ხაზების, რისკების დაზღვევის, პოლიტიკისა და რესურსების შესაბამისობის, ასევე კერძო სექტორში გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის პირობების შექმნის გზით.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე