„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტების შემუშავებაზე, მათ შორის, რუსეთის სუვერენული აქტივების გამოყენებით

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტების შემუშავებაზე, მათ შორის, რუსეთის სუვერენული აქტივების გამოყენებით

45 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 68

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების განცხადებით, მზად არიან განიხილონ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობა, რათა ხელი შეუწყონ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას.

“გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტების შემუშავებაზე, მათ შორის, რუსეთის სუვერენული აქტივების სრული ღირებულების პოტენციურად გამოყენებით, რომლებიც ჩვენს იურისდიქციებშია იმობილიზებული რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდამდე, ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ მათი ქმედებები შეესაბამება შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებს.

„გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელების კუთხით უკრაინის ხელისუფლების ვალდებულების მხარდაჭერას, კერძოდ, არაფორმალურობის წინააღმდეგ ბრძოლაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მმართველობის გაუმჯობესებაში, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების სექტორში. სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამას. ჩვენ ასევე მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის საკითხი „დიდი შვიდეულის“ დღის წესრიგის სათავეში საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროსაც უნდა შენარჩუნდეს.

„შევთანხმდით საერთაშორისო პარტნიორებთან „დიდი შვიდეულის“ კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და გავაგრძელებთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე