დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 103

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს „უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებულ მხარდამჭერებს“.

„მაშინ, როდესაც რუსეთის საომარი მდგომარეობა უარესდება, კრემლი უფრო აქტიურად ეძებს მარიონეტებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მის ომსა და პროპაგანდისტულ ოპერაციებს დაეხმარებიან.

ორი ნავთობტანკერი დასანქცირდა ბათუმის ქართულ პორტში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი - გაცვეთილი და საშიში გემების ნაკრები, რომლებსაც კრემლი სასოწარკვეთილად იყენებს ენერგეტიკული შემოსავლების შესანარჩუნებლად, რაც უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსების ნომერ პირველი წყაროა…

ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე მიზანშია ამოღებული თავისი პლატფორმების პრო-რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებისთვის. ბიზნესმენი, ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების” უმაღლეს დონეებთან, ასევე სანქცირებულია,” - ნათქვამია განცხადებაში.

“პუტინის ომის მანქანა საერთაშორისო ქსელზეა დამოკიდებული ტყუილების გასავრცელებლად და ამ ქსელის დასაფინანსებლად.კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს ვუწყვეტთ საქართველოში იმათ მიზანში ამოღებითა და შეკავებით, ვინც უკრაინაში რუსეთის უკანონო ომს ეხმარება. კრემლს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს პუტინის მხარდამჭერი ბნელი ქსელების გამოაშკარავებას,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე