დიდთოვლობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა

დიდთოვლობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა

25-02-2025 15:53
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 851

უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება საგარეუბნო მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

25 თებერვალი - №6418 ხაშური-ზესტაფონი ;

25 თებერვალი - № 6445 ზესტაფონი -ხაშური;

26 თებერვალი - №682/681 ქუთაისი-ბათუმი;

26 თებერვალი - №684/683 ქუთაისი-ბათუმი;

26 თებერვალი - №613/614 ბათუმი-ოზურგეთი;

26 თებერვალი - № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი;

26 თებერვალი - № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი;

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინფორმაციით, სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას დახმარება სჭირდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე