"დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო" - 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

"დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო" - 29 წლის ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 141
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 29 წლის ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილს 4 შვილი ჰყავს.
შემთხვევა სოფელ საქობოში დღეს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი არასრულწლოვანმა შვილებმა ნახეს. „არაფერი აწუხებდა. საღამოს ტელეფონით მჯდარა და მერე ყველა წავიდა დასაძინებლად. დილით ბავშვებმა ნახეს და მეზობლებთან გაიქცნენ, დედას ვეღარ ვაღვიძებთო. ოთხი შვილის დედაა, ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს. თქვეს, რომ თრომბმა დაარტყა. ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ამბავი, არც კი ვიცით, რა ვთქვათ"- ამბობენ ახლობლები.
 
პრაიმტაიმის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ოჯახის წევრებმა მიცვალებულის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე