დიმიტრი პესკოვი - მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია

დიმიტრი პესკოვი - მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია

28-05-2025 18:06
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 309

მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მსგავსი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. მსგავსი შეხვედრა დელეგაციებს შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის შედეგი უნდა იყოს. ამ მხრივ ცვლილებები არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პუტინი ცეცხლს ეთამაშება“.

„ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, რუსეთსაც აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას და ისინი ჩვენი პრეზიდენტისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას“, - აღნიშნა პესკოვმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე