დიმიტრი პესკოვი - რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას ვერ შეძლებს

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას ვერ შეძლებს

53 წუთის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 65

რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, თუ მისი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა მოხდება, თუ კიევი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსკოვის პირობების მიღებაზე.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსული ძალები ძალიან კარგ პროგრესს აღწევენ.

„ამიტომ, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და ჩვენი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე