დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს

დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს

01-04-2025 18:14
კატეგორიები: მსოფლიო

რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთთან კავშირების აღდგენისთვის ჰელსინკი „გონებრივად უნდა მოემზადოს“.

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მათთან, ვისაც ეს სურს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი არასდროს ყოფილა“.

„შეგახსენებთ პრეზიდენტის სიტყვებს, რომ ჩვენ ფინეთთან და შვედეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ახლა კი თავიანთ ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურას ათავსებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

პოსტი ნახა: 353


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე