დიმიტრი პესკოვი - რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება

დიმიტრი პესკოვი - რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 166

ულტიმატუმების ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.

„გაფრთხილებები აქამდეც მოგვისმენია. ისინი ულტიმატუმის ფორმით გაჟღერდა. ულტიმატუმების მსგავსი ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან მსგავსი ენით საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით სანქციების მომზადება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე დაიწყება.

„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე