დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა - აგვისტოს ბოლომდე ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა ძნელი წარმოსადგენია

დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა - აგვისტოს ბოლომდე ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა ძნელი წარმოსადგენია

24-07-2025 16:38
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 100

უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გარღვევას ნამდვილად არ ველოდით. გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია. გუშინ, მესამე რაუნდის შემდეგ მედინსკიმ დაადასტურა, რომ ადრე გაცვლილი მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომები არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძნელი წარმოსადგენია“.

„შეუძლებელია იმის თქმა, რომ რაღაც ნამდვილად არ მოხდება. თუმცა, იმ სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი პოზიციების დასაახლოებლად უნდა შესრულდეს, ეს ძნელი წარმოსადგენია“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ, სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე