რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათისთვის მზადდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიახ, ეს მართლაც ასეა. ასეთი საუბარი სამშაბათისთვის მზადდება", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე საკითხზე საუბარს სამშაბათს გეგმავს. კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე“.