„დინამო“ – „დინამო“

„დინამო“ – „დინამო“

23-11-2025 13:22
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 659

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ორ გუნდს და მათ თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის განსაკუთრებული „ურთიერთობა“ არსებობდა. ვაჟა აზარაშვილმა პოპულარული სიმღერა „დინამო“ – „დინამო“ 1976 წელს, თბილისელების მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღების შემდეგ დაწერა. იმ შეხვედრაში „დინამოელებმა“ ერევნის „არარატი“ გაანადგურეს – 3:0. სომხებს ეს სიმღერა მოსმენილი კი აქვთ, მაგრამ მისი შექმნის ჭეშმარიტი „ისტორია“ ალბათ არ იციან. ერთხელაც ბატონი ვაჟა ერევანში დაპატიჟეს.

„ერევანში დაგვპატიჟეს არამ ხაჩატურიანის 100 წლისთავზე. მოგეხსენებათ, იგი წარმოშობით თბილისელი იყო და 18 წლის ძმამ წაიყვანა მოსკოვში.

სომხები დიდებულად შეგვხვდნენ: მოაწყეს ქართული, რუსული და სომხური მუსიკის კონცერტი. მერე წაგვიყვანეს რაზდანზე – კარგ რესტორანში.

ქეიფის ეშხში რომ შევედით, იმათ დაიწყეს: ჩვენ გვახსოვს, რომ ახალ გახსნილ სტადიონზე აქ პირველად თბილისის „დინამომ“ მოგვიგო და ბურთი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანაო. მე ვუთხარი, – ონ მოი დრუგ! მერე ილია დათუნაშვილის 5 გოლი გაიხსენეს „არარატის“ კარში. მე ვუთხარი, – ერთ ტაიმში შეაგდო, ონ ტოჟე მოი დრუგ! აღარ ვუთხარი, „არარატს“ რომ მოვუგეთ 3:0 მოსკოვში, მაშინ დავწერე „დინამო“-მეთქი“.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე