„დოიჩე ველე“ - დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა

„დოიჩე ველე“ - დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა

8 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 2

დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, ხანძარი მოსკოვის ოლქის ქალაქ შატურაში მდებარე რუსეთის ერთ-ერთი უძველესი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 23 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 75 დრონი გაანადგურეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე