დონალდ ტრამპი - აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე

დონალდ ტრამპი - აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“.

„პირველივე დღეს ჩემი კალმის მოსმით ვაპირებთ შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე, ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს, რათა შეწყდეს ბავშვთა სექსუალური დამახინჯება, ტრანსგენდერებს მოვაშორებთ სკოლებიდან“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მდედრობითი და მამრობითი. ძალიან რთულად არ ჟღერს, არა?” - აღნიშნა ტრამპმა.

პოსტი ნახა: 84


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!