დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 53

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ.

„სადღაც წავიკითხე, რომ ტელეკომპანიების 97% ჩემ წინააღმდეგ იყო. მე 97%-ით უარყოფითად გამაშუქეს, მაგრამ მაინც ადვილად გავიმარჯვე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნების შესახებ საუბრისას.

ტრამპის თქმით, ის მხარს დაუჭერს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის მცდელობებს ლიცენზიების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ ტელეკომპანიებმა პერიოდულად უნდა მოითხოვონ ლიცენზიების განახლება. ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი, რომელსაც უნიჭო „შეშლილი“ უწოდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ეიბისიმ“ ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე