აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.
„გუშინ, ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, უკვე არსებულ მათ რეკორდულ ტარიფებზე, არამონეტარულ ტარიფებზე, კომპანიების არალეგალურ სუბსიდირებასა და მასიურ სავალუტო მანიპულირებაზე დამატებით. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგენილი“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს ხვალამდე, 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.
„გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა სახის მოლაპარაკება მათ მიერ მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით! სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები, რომლებმაც შეხვედრები მოითხოვეს, დაუყოვნებლივ დაიწყება“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.