აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ლონდონში ჩავიდნენ. ისინი უინფილდ ჰაუსში განთავსდნენ – შენობაში, რომელიც 1955 წლიდან ბრიტანეთში ამერიკის ელჩის რეზიდენციას წარმოადგენს.
დონალდ ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ელჩს უკვე შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვალ „დიდი დღე იქნება“, რითაც დიდი ბრიტანეთის მეფესთან დაგეგმილ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.
ცნობისთვის, ეს დონალდ ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში.