დონალდ ტრამპი - ევროპელი ლიდერები სუსტები არიან -რასაც ისინი იმიგრაციასთან დაკავშირებით აკეთებენ კატასტროფაა, თუ ლონდონს შეხედავთ, მათ მერი ჰყავთ, სახელად ხანი, საშინელი მერია

დონალდ ტრამპი - ევროპელი ლიდერები სუსტები არიან -რასაც ისინი იმიგრაციასთან დაკავშირებით აკეთებენ კატასტროფაა, თუ ლონდონს შეხედავთ, მათ მერი ჰყავთ, სახელად ხანი, საშინელი მერია

57 წუთის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 119

„ვფიქრობ, ისინი სუსტები არიან, მაგრამ ასევე, ვფიქრობ, მათ სურთ, რომ პოლიტიკურად კორექტულები იყვნენ. არ იციან რა გააკეთონ. ევროპამ არ იცის რა გააკეთოს. არ იციან ვაჭრობის შესახებ რა გააკეთონ. ევროპას სურს, რომ პოლიტიკურად კორექტული იყოს და ეს მათ სუსტს ხდის”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა კატასტროფაა“.

„თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ბევრი ევროპული ქვეყანა სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო აღარ იქნება. რასაც ისინი იმიგრაციასთან დაკავშირებით აკეთებენ კატასტროფაა. თუ პარიზს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია. მე პარიზი მიყვარდა. თუ ლონდონს შეხედავთ, მათ მერი ჰყავთ, სახელად ხანი. საშინელი მერია. ლონდონი სხვა ადგილია. მე მიყვარს ლონდონი. როგორც იცით, ჩემი ფესვები ევროპაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე