დონალდ ტრამპი - „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, ეს სიხარულის დღე იქნება

დონალდ ტრამპი - „ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, ეს სიხარულის დღე იქნება

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 129

„ჰამასი“ მძევლებს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი რთულია, მაგრამ ეს სიხარულის დღე იქნება.

„შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად. ისეთი ადგილებია, სადაც არ გინდა ყოფნა, მაგრამ მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება.

ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება - დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება”, - განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე